ერთ-ერთ საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილიც მივიდა და აქციის მონაწილეებს შეუერთდა. მან საზოგადოებას მოუწოდა, კვირას აქციაზე მივიდნენ და “გახრწნილ სისტემას” პასუხი გასცენ.
“ამათ ეს არჩევნები, ეს სიყალბე არ შერჩებათ. მე ვიბრძვი, რომ ამ უსამართლობას დავუსვა წერტილი. არ იყო ჩემი საქმე პოლიტიკა, მაგრამ ამათმა სიმახინჯემ, ამ მახინჯმა სისტემამ აქაც მომიყვანა. მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ახალგაზრდას, სტუდენტს, მოხუცს, პატარას, კვირას მოვიდნენ და ამ გახრწნილ სისტემას პასუხი გასცენ”,– თქვა მაჩალიკაშვილმა.
საოლქო-საარჩევნო კომისიებთან თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პოლიტიკოსები, მაჟორიტარობის კანდიდატები ითხოვენ, დათვლის და საჩივრების განხილვის პროცესს დაესწრონ, თუმცა, პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. პოლიტიკოსების თქმით, კომისიის ოპოზიციურ წევრებს შენობიდან აძევებენ.