იდევ ერთხელ მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ დროზე მოეგონ გონს, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
„მესმის, რომ ეს უტიფრობა და სრული აბსურდი, ივანიშვილის გარემოცვის სტილია ტყუილებში. პროპორციულზეც, რომ გადაგვაგდეს, მერე თქვეს, რომ ჩვენ არ დაგპირებივართო, იდეა ვთქვითო.
გავიგე, რომ ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და ეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე ასე უარის თქმა მოსულა, რასაც თალაკვაძე, კობახიძე და დანარჩენები აკეთებენ. ეს არ გვიკვირს. მთავარი არის ქვეყნის ინტერესი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ დროზე მოეგონ გონს, ცოტა დრო კიდევ არის დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ კენჭისყრამდე, იქამდე ის პირობა შეასრულოს, რასაც ხელი მოაწერეს. თუ არ შეასრულებს ამ პირობას, მაშინ ქართულ საზოგადოებასთან ერთად ყველა სტრატეგიული საერთაშორისო პარტნიორისგან უმძიმეს დარტყმას მიიღებს. ეს ქვეყნისთვის კარგი არ იქნება და ეს მას ვერ იხსნის არჩევნებზე. ძალიან მძიმე პოლიტიკურ, პერსონალურ ხვედრს უქადის მას“, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ელჩენის ჩართულობით მიაღწიეს, კვლავ საბაბია. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. ოპოზიცია კი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და შეთანხმების შესრულებას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ელჩებს გაასაჯაროონ შეთანხმების შინაარსი, რათა „ნათელი მოეფინოს“ იმას, რომ ოპოზიცია სპეკულირებს.