“მოვუწოდებთ პარტიებს, გამოიჩინონ გამბედაობა და ხელი მოაწერონ შეთანხმებას”- ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებს ეხმაურება. საელჩო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, გამოიჩინონ გამბედაობა და ხელი მოაწერონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ შეთანხმების დოკუმენტს.
“მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მიმართულ პროგრესს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებსაც ჯერ არ მოუწერია ხელი, გამოიჩინონ გამბედაობა და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური პროგრესის სასარგებლოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.