“თქვენ მკითხეთ რამე თუ შეიცვალა საქართველოსთან მიმართებაში, ამაზე მოკლე პასუხია არა. ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიებია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს ისინი ოკუპირებული. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და ეს მოიცავს სამხედროების გაყვანას კონფლიქტამდე პოზიციებზე”,

განაცხადა ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.