მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ დავუშვათ მიღება-მასწავლებლები რუსულ კანონზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლები რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც უცხოეთის გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს, განცხადებას ავრცელებენ.  მათი თქმით, ის საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს არ ემსახურება და უდიდეს უმრავლესობას ზიანს მოუტანს.

“ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ავტორებს გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი; მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. ამავდროულად, მოვუწოდებთ საჯარო უწყებებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ. და ბოლოს, მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება”, ნათქვამია განცხადებაში.