“დემოკრატიულ მთავრობებსა და [საქართველოს] ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის არ უნდა გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები” – აცხადებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი და თან ურთავს განცხადებას რომელსაც ხელს უილსონთან ერთად კიედვ 43-ი პოლიტიკოსი აწერს ხელს.
გავრცელებული წერილით ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მიმართავენ თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან.
“მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვუხელმძღვანელო ამ განცხადებას „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე, მოვითხოვთ ერთიან სანქციებს ამ რეჟიმის წინააღმდეგ”, – წერს ჯო უილსონი X-ზე და განცხადებას ავრცელებს.
I am grateful to lead this statement of the International Friends of Georgia. We call on all free governments to refrain from senior meetings with the Ivanishvili regime until it agrees to hold free and fair elections. We also call for unified sanctions against the regime. pic.twitter.com/K8sa1lRF5v
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 8, 2025
“ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკის შემქმნელები სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ არალეგიტიმური ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ ერთიან პოლიტიკას, რომლის თანახმადაც თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის არ უნდა გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები, სანამ იგი არ დათანხმდება ახალ, სათანადოდ მონიტორინგით და ჩატარებულ არჩევნებს. ასევე, მოვუწოდებთ ერთიან სანქციებს ივანიშვილის რეჟიმისა და “ქართული ოცნების” იმ ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განადგურებას უწყობენ ხელს.
ივანიშვილის “ქართული ოცნების” პარტიამ უგულებელყო ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმური შეშფოთება ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩამოაყალიბა ერთპარტიული პარლამენტი და ერთპიროვნულად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სასტიკად უპასუხეს ასობით ათასი დემონსტრანტის ღამის პროტესტს. ქართველი ხალხი მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, და ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ”, – ნათქვამია განცხადებაში რომელსაც უილსონი თავის ტვიტს ურთავს.