“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აარიდეთ ქვეყანას დესტაბილიზაცია, შფოთი”- საპატრიარქო “პრაიდის კვირეულთან” დაკავშირებით ჰომოფობიური შინაარსის განცხადებას ავრცელებს, რითიც ხელისუფლებას, დესტაბილიზაციის არიდებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ასევე საპატრიარქო, ევროპარლამენტარებსა და საელჩოებს მიმართავს, რომ თავი შეიკავონ თბილისი პრაიდის მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.
“დაგეგმილი პრაიდის ორგანიზატორების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას.
მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ თბილისი პრაიდის მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.
მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, – გარდაუვალი შფოთი”, – წერია განცხადებაში.