დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე,პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა, ჩანაწერი გააკეთებინოს, უარს რა მიზეზით ეუბნება.
„ ჩემთვის ნამდვილად ძალიან მძიმე კითხვაა. იცით, დიდი ხანია, აღარ ვარ კლინიცისტი მე ამას ვუდგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრიდან, თუ ვაქცინას არ უწერია კონკრეტული უკუჩვენება ინსტრუქციაში, ყველა დანარჩენი ადამიანისთვის, ეს ვაქცინა აბსოლუტურად მისაღებია. არ არსებობს უკუჩვენება, რასაც ჰქვია ალერგია. ბიძინა კულუმბეგოვმა თითქმის ყველა ექიმს ჩაუტარა ტრენინგი და კიდევ რაღაც მითიურ ალერგიებს იშველიებენ.
მინდა, მოსახლეობას მივამართო, ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით. მოითხოვეთ, რომ ექიმმა ეს ჩანაწერი გააკეთოს. დამერწმუნეთ, რომ შემდეგ ამას აღარ იტყვიან. ამით თავის არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერენ, რომ ბავშვობაში ჰქონდა „ჭინჭრის ციება“, ამიტომ ეუბნებიან უარს აცრაზე“,- აღნიშნავს იმნაძე.