ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სავარაუდოდ, “ჰამასის” ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს. სავარუდოდ, სინვარის ცხედარი ღაზაში 17 ოქტომბერს მოკლული 3 ტერორისტიდან ერთ-ერთია.
“ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების შედეგად სამი ტერორისტი ლიკვიდირებულია. ისრაელის თავდაცვის არმია ამოწმებს შესაძლებლობას, რომ ერთ-ერთი ტერორისტი იაჰია სინვარია”, – აღნიშნეს IDF-ში.
სინვარი ჰამასის ლიდერი ივლისში, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გახდა.