მოლაპარაკებები გრძელდება, თუ გვექნება წარმატება ამ კვირაში, ისინი ალბათ მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურებში – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გრძელდება და თუ შეხვედრები წარმატებით დასრულდა, ოპოზიცია მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს.

“მოლაპარაკებები გაგრძელდება, მიუხედავად მეორე ტურებთან დაკავშირებით პარტიების პოზიციისა. 2016 წელს, მაშინაც “ნაციონალური მოძრაობა” იყო ოპოზიციაში, უარი თქვა მეორე ტურებში მონაწილეობაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას ხელი არ შეუშლია.

ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ მიიღებდნენ ისინი მონაწილეობას მეორე ტურში, ეს იმედი ჯერ კიდევ გვაქვს, რამდენიმე დღეა დარჩენილი მეორე ტურამდე, ფარულად ისინი მუშაობენ, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, ღიად მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში,”- განაცხადა “ღამის კურიერში” ირაკლი კობახიძემ.

“მოლაპარაკებები გრძელდება, თუ გვექნება წარმატება ამ კვირაში, ისინი ალბათ მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურებში, თუ ვერ მოხერხდება, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს უკვე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ეს არის მთავარი თემა,”-განაცხადა კობახიძემ.