მოლაპარაკებები შედგება, თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან – ზელენსკი

“მოლაპარაკებები შედგება, თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან ” – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დავოსში გამართულ უკრაინულ საუზმეზე ონლაინ ჩართვისას ისაუბრა.

“საომარი ნაწილის შემდეგ, იქნება სამშვიდობო პროცესი, მოლაპარაკების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. საკითხავია – ვისთან მოილაპარაკებს უკრაინა, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის სურვილი”, – თქვა ზელენსკიმ.