მოლდოვამ გუშინ, 4 მარტს კოვაქს პლატფორმიდან AstraZeneca-ს 14 400 დოზა ვაქცინა მიიღო. მოლდოვა პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელსაც კოვაქსმა ვაქცინა მიაწოდა.
ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანას გასულ კვირას რუმინეთმა აჩუქა. რუმინეთის პრეზიდენტის ცნობით, პროდასავლური პრეზიდენტის არჩევის გამო, მოლდოვას სულ 200 ათას დოზა ვაქცინას გადასცემენ.