„მოლდოვასა და საქართველოში უამრავი ადამიანი აფრიალებს ევროკავშირის დროშებს, იღწვიან იმისთვის, რომ ევროკავშირში ადგილი დაიმკვიდრონ. დასავლეთ ბალკანეთი და ევროკავშირი სულ უფრო უახლოვდება ერთმანეთს. ეს არის მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ უფრო ერთიანი ევროპის შესაქმნელად […] ისტორია გრძელდება. პუტინს სურდა უკრაინა რუსეთს ჩაეგდო ხელში. ის ელოდა, რომ ევროკავშირი ამას უბრალოდ მიიღებდა. ამის ნაცვლად, უკრაინამ გაბედულად გაუწია წინააღმდეგობა და პასუხს უბრუნებს მას. ჩვენ კი ევროპაში, სამართლიანად და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში ვართ და უნდა შევინარჩუნოთ კურსი. უკრაინა ამ ომიდან უფრო ძლიერი გამოვა.”

აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.