მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა – დათვლილია ხმების 99.87%

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პროევროპული პარტია  „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) 50.14%-ით ლიდერობს, რაც პრაქტიკულად საბოლოო სურათს განსაზღვრავს რადგან დათვლილია ხმების 99.87%.

პრორუსული “პატრიოტული ბლოკს” (BEC) ხმების 24.19%-ს აქვს.

მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 28 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 52.11% იყო – რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე ხმა ჯამში 1 604 316 ადამიანმა მისცა.

მაია სანდუს პროევროპული პარტია 101-წევრიან პარლამენტში 55 მანდატს მოიპოვებს.