ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ქართული ოცნების კანონპროექტს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.
“მე მოლოდინი მაქვს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი განსაკუთრებით მის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ, პირველად გამოიყენებს ვეტოს. ეს პოლიტიკური აქტი იქნება და განაცხადი იქნება ქალბატონი ზურაბიშვილისგან, რომლისგანაც უცხო იქნება. ჩვენთვისაც უცხო იქნება. პირველად მოვა იგი დაპირისპირებაში რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან”,– ამბობს მელია TV პირველის ეთერში.
პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა შეიკრიბება და მას დაძლევს.