პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში მოსახლეობას დაპირება მისცა, რომ შემდეგი 4 წელი საქართველოს აღმშენებლობის წელი იქნება.
“მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის 4 წელი. ეს იქნება ის ოთხი წელი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავუმკლავდებით სისტემურ ინფრასტრუქტურის ხარვეზებს, ეს იქნება გზები, ეს იქნება წყალმომარაგება, ეს იქნება გაზიფიცირება, ეს იქნება სკოლები, ეს იქნება საბავშვო ბაღები და სისტემური ჯანდაცვის ობიექტები, რომლებიც ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა მივიყვანოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, თავისუფალ, სამართლიან და, რაც მთავარია, ევროპულ სახელმწიფოში”,– განაცხადა გახარიამ.
საპარალამენტო არჩევნები 4 დღეში, 31 ოქტომბერს გაიმართება.