მომდევნო კვირებში პრეზიდენტის როლი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს – კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ მომდევნო კვირებში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს. ამით ის ეხმიანება პრეზიდენტის განცხადებას კოალიციური მთავრობის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

“საქართველოს პრეზიდენტის მნიშვნელოვანი განცხადებაა. მომდევნო კვირებში მისი როლი, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს”,– წერს კრამონი ტვიტერზე.

პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ “ცხრა წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია”.

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, პროკურატურას სალომე ზურაბიშვილზე საქმეების მომზადება დაავალეს, თუ სააკაშვილს შეიწყალებს.