“მონდომების შემთხვევაში, მელიას გასათავისუფლებლად მოინახება იურიდიული მექანიზმები “- ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
“მონდომების შემთხვევაში, მოინახება ისეთი იურიდიული მექანიზმები, რომელიც შესაძლებელს გახდის მის ნიკა მელიას გათავისუფლებას. ჩემი აზრით, მთელი ეს საქმე, რაზეც მელიას აქვს ბრალი წაყენებული, არის პოლიტიზებული. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ თავიდანვე ერეოდა სახელმწიფო სასამართლოს საქმეში, როცა ბრალი ამ საქმეზე წაუყენა არა მხოლოდ მელიას, არამედ სხვებსაც”,- განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, გუშინ 23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა.