112 მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს. შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებს ეგზავნებათ, ნათქვამია, რომ 26 ივნისს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. “მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- წერს 112.