მოსალოდნელია წვიმა,ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.