რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ, სრულად გაამართლა, 4 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტი, დავით გედენიძე, რომელსაც შსს დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
”არ ველოდი ნამდვილად. უბრალოდ, მოწმეების ჩვენება იმდენად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს და იმდენად არ შეესაბამებოდა ერთმანეტს, რომ მოსამართლემ მიიღო მართლაც სამართლიანი გადაწყვეტილება, რასაც მოწმეები იძახდნენ. არ ველოდი ნამდვილად და ვარ ძალიან კმაყოფილი”. მე როგროც გამამართლეს, ისე უნდა იყოს სხვების შემთვევაშიც. ჩემი ძმა გუშინწინ დააკავეს, მასსაც ძალიან უაზრო რამეს აბრალებენ, მაგრამ მოვა დრო, გამოვლენ. იმედი მაქვს, როგორც დღეს, ისე ხვალ მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ” , – ამბობს დავით გედენიძე TV პირველთან საუბრისას.
დავით გედენიძე, ადმინისტრაციული წესით ოპოზიციური პარტიის “ახლების” ოფისთან, ბესიკის ქუჩაზე 4 დეკემბერს დააკავეს.გედენიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუმორჩილებლობას ედავებოდა. დავით გედენიძესთან ერთად დაკავებულები იყვნენ ვახტანგ გაგნიძე, მიშიკო ჯანიკაშვილი, საბა ბირკაია და ირაკლი არდია. 5 პირი კობა ჩაგუნავამ ჯერ კიდევ 5 დეკემბერს გაასამართლა და მათ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუერთდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ კობა ჩაგუნავა ისაკო დევიძის საქმის მოსამართლეა, რომელმაც მას 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერს ნიკა გვარამიას, რომელიც 4 დეკემბერს პარტიის ოფისის ჩხრეკისას დააკავეს. ჩაგუნავა 2020 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2023 წელს გამწესდა უვადოდ.
„სასამართლო გუშაგის“ მიერ სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმის შესახებ მომზადებულ ანგარიშში კობა ჩაგუნავაც მოხვდა, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლე რევაზ ნადარაიას სახელს უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულის კობა ჩაგუნავას კარიერული წინსვლა. კობა ჩაგუნავა ნადარაიას თანასოფლელია.