გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის, ლელა გოგოლაძის განცხადებით, იბრძოლებენ როგორც სამართლებრივად, ასევე, შესაძლოა, აქციების გზითაც.
მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და ჩამოშლილია სახელმწიფო.
„ბიძინა სტურუა არის უბინძურეს წუმპეში ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს, არაგვი და მტკვარი ამ მოსამართლეს ვეღარასდროს გარეცხავს. ეს გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და ეს ქვეყანა არ არის სამართლებრივად შემდგარი, ჩამოშლილია სახელმწიფო. ჩვენ ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ. სამართლებრივად ხომ ვიბრძოლებთ, შეიძლება გავიდეთ ქუჩაში, ყველა ღონეს მივმართავთ, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე კი არა, უკანასკნელ საფეხურზე დგას და ჭაობშია“,- განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე 3 დაკავებულის მიმართ განაჩენი მოსამართლე ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.
არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და მათი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.