მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს – კელი დეგნანი

“ფართო განხილვებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს”-  აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ფართო დებატემამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს და მისივე თქმით, ეს 19 აპრილის შეთანხმებით არის განსაზღვრული.

“ჩემ მოწოდებებზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის ის ვალდებულება, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს 19 აპრილის შეთანხმებით. აქ არის განსაზღვრული ის, რომ უნდა მოხდეს ნებისმიერი დანიშვნის შეჩერება, სანამ არ იქნება მიღებული რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, ხოლო ამისთვის აუცილებელია ინკლუზიური ფართო დებატები და დისკუსია, რა სახის სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს. სანამ ასეთი დებატები და ფართო განხილვები მოხდება, მანამდე რა თქმა უნდა, უნდა შეჩერდეს ეს პროცესი. საქართველოს კონსტიტიცია ამბობს, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი. როგორც შეთანხმებაში იყო მოცემული, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს ის მიღწეული, განხორციელებული რეფორმები, შემდგომ გაიმართოს დებატები და მსჯელობა ამ საკითხზე იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობა იყოს დარწმუნებული, რომ სასამართლო სისტემა იყოს ძლიერი. ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორსაც ამას კონსტიტუცია მოითხოვს. შესაბამისად, ეს საკითხები ყველამ უნდა მიიღოს ძალიან სერიოზულად. მე ადრეც აღვნიშნე, რომ ის შეფასება, თითქოს მოსამართლეების დანიშვნა არდანიშვნა გამოიწვევს სისტემის ამ ეტაპზე ჩამოშლას, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ სასამართლოს ჰყავს საკმარისი რაოდენობა მოსამართლეების და სრულიად შესაძლებელია, რომ ამ პროცესის შეჩერება განხორციელდეს”, – აცხადებს კელი დეგნანი.