მოსამართლე დავით აკობიძემ საქმის განხილვა რომელიც მზია ამაღლობელის სარჩელს ეხებოდა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, შეწყვიტა. მზია ამაღლობელის ადვოკატების თქმით, ისინი სარჩელით ითხოვდნენ, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ადგილზე თათბირით მიიღო. მისი თქმით, “პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე მსგავსი სარჩელი არ დაიშვება.”
მზია ამაღლობელმა 2025 წლის 07 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა.სარჩელი ორ განცხადებას ეხებოდა: 2025 წლის 10 ივლისს „იმედის“ ეთერში და 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში გაკეთებულ კომენტარებს. ორივე შემთხვევაში კობახიძე ამტკიცებდა, რომ ამაღლობელის მიერ ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილის გარტყმა თითქოსდა „უცხო ძალების მიერ იყო დაგეგმილი“ და მიზნად პოლიციის დისკრედიტაციას ისახავდა.












