მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო პროცესიდან ისევ გააძევა.
თითქმის 5-საათიანი პროცესის შემდეგ მოსამართლემ, ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა, პროკურორი კი, პატიმრობის ძალაში დატოვებას.
ენმ-ის თავჯდომარე ნიკა მელია არც წინა პროცესს ესწრებოდა, რადგან მაშინაც გაძევებული იყო.პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, თუ დაცვის მხარე თანახმა იქნება, გირაოს შესახებ შეთავაზება შესრულდეს, პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს.