”მოსაყდრე შიო მუჯირმა, ადრე ჩემს გადაცემაში გამოთქმული მსუბუქად კრიტიკული მოსაზრებების გამო, მამა იერონიმეს და მამა ირინეოსს უარი უთხრა მოკლული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავასთვის წესის აგებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ლექსოს ოჯახი ითხოვდა ამას. სისასტიკე და სიძულვილი საიდან მოდის? – აგერ, მაგალითად, მოსაყდრე შიოსგან.” 
ამის შესახებ, ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.