მოსახლეობის 39% აცხადებს რომ Covid19-ის ვაქცინას არ გაიკეთებს – IRI

საქართველოს მოსახლეობის 39% აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს. ამის შესახებ, კვლევას,  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ავრცელებს.

მოსახლეობის, 24% აცხადებს, რომ აიცრება, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ,  20% აცხადებს, რომ აიცრება, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება.  6% აცხადებს, რომ აიცრება მხოლოდ მ შემთხვევაში, თუ მას კანონი ან დამსაქმებელი დაავალდებულებს,

  • 1%-ზე ნაკლები – სხვა
  • 12% – არ ვიცი/უარი პასუხზე

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.