Edison research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევაში მონაწილეთა 43% ფიქრობს, რომ მომდევნო 12 თვის მანძილზე მისი ცხოვრება იგივე იქნება, 32%-ის აზრით – უკეთესი, ხოლო 25%-ის შეფასებით – უარესი.
Edison research-ის კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მოამზადა. კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 2000 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.