საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს სადაც აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას მტკიცედ მხარს უჭერს. კითხვაზე მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, პასუხები ასე გადანაწილდა:
- გამოკითხულთა 65% – მტკიცედ მხარს უჭერს;
- 15% – გარკვეულწილად მხარს უჭერს;
- 5% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
- 9% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება;
- 6% – ამბობს, რომ არ იცის, ან კითხვას არ პასუხობს.
კითხვაზე, თუ მხარს უჭერთ NATO-ში გაწევრიანებას, რა არის გაწევრიანების მთავარი სარგებელი, პასუხები ასე გადანაწილდა:
- 33% – უსაფრთხოება;
- 19% – თავდაცვა;
- 11% – ეკონომიკის გაძლიერება;
- 8% – სტაბილურობა / მშვიდობა;
- 4% – ქვეყნის განვითარება;
- 3% – უკეთესი მომავალი;
- 3% – სამხედრო მხარდაჭერა;
- 2% – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
- 1% – რუსული აგრესიის შეჩერება;
- 4% – სხვა;
- 12% – ამბობს, რომ არ იცის ან კითხვას არ პასუხობს.