მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცოპერაცია იყო – უკრაინული მედია

უკრაინული მედია Українська правда-ს საკუთარ  წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 24 ივლისის ღამეს მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. წყაროს თქმით, მოსკოვს ყველა გაშვებულმა დრონმა მიაღწია.

  • “მოხალისეებისა და სტრუქტურების კოოპერაცია გვაძლევს კარგ რეზულტატებს, გაგრძელება იქნება”. – თქვა მედის წყარომ, რომელიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მუშაობს.