მოსკოვი ლოიალური დასავლელი ექსპერტების საშუალებით მისი “გარდაუვალი გამარჯვების“ ნარატივს ავითარებს–უკრაინა

უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი აქვეყნებს დასავლელი ექსპერტების და პოლიტოლოგების გამონათქვამების ნაკრებს, რომლებიც რუსეთის გარდაუვალი გამარჯვების და უკრაინის მხრიდან დათმობების აუცილებლობის შესახებ საუბრობენ და ამ იდეას მიზანმიმართულად ავითარებე.

ცენტრი თვლის, რომ ეს ნარატივი რუსეთის მხრიდან შეგნებულად ვითარდება მის მიმართ ლოიალური დასავლელი ექსპერტების დახმარებით.

  1. ფრანგულმა კვლევების ცენტრმა, რომელიც დაზვერვის მიმართულებით მუშაობს, გამოაქვენა ანალიტიკური მასალა, რომელშიც ავითარებს იდეას “გამოუცდელი უკრაინელი ჯარისკაცების და რუსული არმიის პროფესიონალიზმის შესახებ.“
  2. აშშ–ს ექს სენატორმა, რიჩარდ ბლეკმა ინტერვიუში ისაუბრა რუსეთის გარდაუვალი გამარჯვების შესახებ, რადგან “რუსეთი თავს უფლებას ვერ მისცემს წააგოს, ნატოს გაფართოების საფრთხის გამო“.
  3. იტალიელმა გენერალმა, ლეონარდო ტრიკარიკომ მოუწოდა ევროკავშირს, უარი თქვას “უკრაინაში ომის მოგების გიჟურ იდეაზე“ და უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგოს, რათა არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისთვის.
  4. გერმანულმა ორგანიზაციამ, “შილერის ინსტიტუტმა“ საერთაშორისო დისკუსია ჩაატარა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ. ღონისძიების მონაწილეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ “რუსეთთან კონფრონტაცია დამღუპველია გერმანიისა და ევროკავშირისთვის.“ (ინსტიტუტში უკვე გამოხატეს რეაქცია უკრაინული ცენტრის ბრალდებებზე და მას ნატოს მიერ მართული უწოდეს);                                                                                                                                                                                                                                                  იდეას რუსეთის გარდაუვალი გამარჯვების შესახებ არ იზიარებს ბევრი გავლენიანი ექსპერტული ცენტრი. მაგალითად, ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოთხრობილია რუსული არმიის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების და ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, ასევე საუბარია უკრაინის შანსებზე, წარმატებული კონტრშეტევა განახორციელოს.