მოსკოვის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ტელეგრამ-არხებზე, შემდეგ მედიებშიც გავრცელდა. ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი ბიზნესცენტრის შენობას დაეჯახა. კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აღმოაჩინეს.
მოსკოვის მერის ინფორმაციით, “დაახლოებით 04:00 საათისთვის დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ორ არასაცხოვრებელ შენობაზე”.
მისი ცნობით, მსხვერპლი და “სერიოზული ნგრევა” არ ყოფილა.