რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო (როსავიაცია) აცხადებს, რომ მოსკოვში და მის მახლობლად 5 აეროპორტი დაიხურა.
განცხადების თანახმად, “ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” მოსკოვსა და მახლობლად მდებარე 5 აეროპორტში დროებით არ ხდება რეისების გაფრენა და მიღება.
დაიხურა, შერემეტიევოს, დომოდედოვოს ვნუკოვოს, ჟუკოვსკის და კალუგას აეროპორტები.
“სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროებითი შეზღუდვებია შემოღებული შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს, ჟუკოვსკისა და კალუგას აეროპორტების მუშაობაში”, – ნათქვამია განცხადებაში