მოსკოვში, კონცერტზე სამმა პირმა ცეცხლი გახსნა – მოკლულია ათეულობით ადამიანი

მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სიტი ჰოლში” უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. დაღუპულთა რიცხვი 40-მზე გაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

თავდასხმისას საკონცერტო დარბაზში ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტი მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, საკონცერტო დარბაზში ავტომატიდან ცეცხლი, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა.

საკონცერტო დარბაზში სროლის შემდეგ,  ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით,  Crocus City Hall-ში  ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო. ერთი ვერტმფრენი უკვე მუშაობს, ხოლო კიდევ ორი ასაფრენად ემზადება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა Crocus City Hall-ში მომხდარ თავდასხმაზე სისხლის სამართლის საქმე  რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის აღძრა, რაც ტერორისტულ აქტს გულისხმობს.