ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა და საკაცით აიყვანეს, იმ სართულზე სადაც არის ინტენსიური განყოფილება.
“როცა წაიქცა ვიდრე საკაცეს ჩამოიტანდნენ, მძიმედ იყო ვერ შევაფასებ, მიშა უნდა ასულიყო ზემოთ და რო გამოდიოდა წაიქცა, შემდეგ ჩამოიტანეს საკაცე მიშას ამ წაქცევის მერე სიტყვა არ გამიგია მისგან და ხელით უხსნიდნენ თვალებს. ძალიან მძიმედ იყო როცა გვხვდებოდა და რო გამოდიოდა მოსხლეტით წაიქცა.” – განაცხადა ბასილაიამ ჟურნალისტებთან.