მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობას – გახარიამ ვაშინგტონიდან ოფიციალური მილოცვა მიიღო

“მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობას “- ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.ამის შესახებ   აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ახლად დამტკიცებულ მთავრობას ვულოცავ პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით“, – განცხადებაში.