“ნახეთ, ყველა შემთხვევის დროს, მე და ჩემს თანაგუნდელებს არასდროს ტაში არ დაგვიკრავს ძალადობისთვის და ეს არ მოხდება. ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ძალადობა ყველანაირად მიუღებელია. ყველანაირი ძალადობა – ფიზიკური, ფსიქოლოგიური, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მე საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი განცდილი და წარმომიდგენია, ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უშვრებით, როგორ აუბედურებთ, როგორ აბულინგებთ. თქვენც ძალადობთ და ეს უნდა დავასრულობთ.
მე, როგორც ამ ქალაქის მერი, პოლიტიკოსი, შეიძლება რაღაცებზე თვალი დავხუჭო, მაგრამ რასაც თქვენ აკეთებთ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ, ფსიქოლოგიურად ძალადობთ, ეს კატეგორიულად მიუღებელია და მომდევნო წლების განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ ეს. ცუდია ეს ყველაფერი. ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე”
თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.