მოქალაქეები კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან და ოცნების ოფისთან აქციას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

არსებული ინფორმაციით, პოლიციას ჯერ არცერთი მათგანი არ დაუჯარიმებია.

აქციის მონაწილეეები სოლიდარობას უცხადებენ ირაკლი ფანგანს, რომელმაც დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის გამო დღეს დააკავეს.