პარტია მოქალაქეები სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ლევან იოსელიანს აქვს რესურსი, მოიპოვოს 90 დეპუტატის მხარდაჭერა.
“ვერცერთი პარტია კანდიდატის დამოუკიდებლად გაყვანას ვერ შეძლებს. პირველი მცდელობა ჩავარდა, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. ლევან იოსელიანის გარშემო შესაძლებელია კონსენსუსი, მას აქვს იმის ცოდნა და შესაძლებლობა, რომ 90 ხმა და უფრო მეტი მიიღოს. კონსულტაცია გვქონდა მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან. ლევან იოსელიანი იყო ადვოკატი და დაკავებული იყო ადამიანის უფლებების დაცვით”.- თქვა ელისაშვილმა.