მოქალაქეებმა თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

თბილისში მოქალაქეები ვარდების რევოლუციიდან 18 წლის თავს აღნიშნავენ. მათ რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრეს.

მათ ხელში, სიმბოლურად, ვარდები უჭირავთ. პერფორმანსის ორგანიზატორი ნაციონალური მოძრაობაა.

პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს ბარათაშვილის, მშვიდობის და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდებზე ბანერები გადმოფინეს წარწერით: “ვარდების რევოლუცია“.