პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ლოჯისტიკაზე, ასაცრელთა პრიორიტეტების განსაზღვრასა და ქვეყანაში ვაქცინის სწრაფად შემოტანაზე მუშაობს.
მისივე განცხადებით, პირველი ორი მიზანი უკვე “დამუშავებულია და გეგმა არსებობს”, ორშაბათს საბჭოზე გეგმას წარადგენენ და მას მთავრობა დაამტკიცებს.
“არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული”,– თქვა გახარიამ.