„ისაკო უკვე 48 საათზე მეტია რაც დაკავებულია და მას არ მიუღია არც წყალი, არც საჭმელი. ისაკო დევიძემ გუშინ მოითხოვა სახალხო დამცველის შემოსვლა, მაგრამ ამ წუთებშიც არ შემოსულა სახალხო დამცველი, არც აპარატის წარმომადგენელი და მე ვთხოვ სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ აღნიშნული საქმე აიღოს მისი დაკვირვების ქვეშ და დაუყოვნებლივ შემოვიდეს, რადგან ისაკო დევიძე ერთი მხრივ არის უკანონო პატიმარი და მეორე მხრივ ის შიმშილობს, არ სვამს წყალს, მშრალ შიმშილზეა და მას სჭირდება სხვადასხვამაგვარი დაკვირვებები, აქედან გამომდინარე გთხოვთ სახალხო დამცველი მალე, დაუყოვნებლივ შემოვიდეს და მოინახულოს ისაკო დევიძე“

აცხადებს ამის შესახებ, 19 ნოემბერს,  მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული აქციის მონაწილე, ისაკო დევიძის ადვოკატი,  ლაშა ტყეშელაძე.

ისააკო დევიძეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. მან გუშინ 21 ნოემბერს, მშრალი შიმშილობა დაიწყო,  „რუსული რეჟიმის მიერ საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად“.