ფორმულას ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფორმულას გადამღებ ჯგუფს მოძალადეები დაუპირისპირდნენ.
“ინციდენტის დროს ოპერატორს ზურგჩანთა ჩამოგლიჯეს, რომელშიც პირდაპირი ჩართვის აპარატი იყო, ცდილობდნენ კაბელი გადაეჭრათ, რათა პირდაპირი ეთერი შეწყვეტილიყო. პოლიციამ ფორმულას გადამღები ჯგუფი ადგილიდან მალევე განარიდა”,- აცხადებს ტელეკომპანია.
პარლამენტის შენობასთან, სადაც სოლიდარობის მდუმარე აქცია “თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს, დაპირისპირებაა.
ძალადობრივი ჯგუფები კორდონის გარღვევას ცდილობენ.