დღეს ტოკიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა იაკობ ქაჯაიამ დაიწყო ასპარეზობა და ფინალურ ეტაპზე გავიდა. 130კგ წონით კატეგორიაში მან ნახევარფინალში ჩილელი იასმან ფერნანდეს აკოსტა დაამარცხა.
ქაჯაია ფინალში 2 აგვისტოს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდება.
მას ვერცხლის მედალი გარანტირებული აქვს.