”მე ვიბრძოდი იმ მღვდლების და სხვადასხვა მწვანე მოძრაობების წინააღმდეგ რომ ნამოხვანჰესი არ გაჩერებულიყო. თქვენ ხმა ამოიღეთ ვინმემ? ქუჩაში გამოდიოდნენ ეს ბნელები და მერე ამ ბნელებმა ჯვარი აღგიმართეს ”ალტ ინფოს” ჯვარს ვეძახი. მოხსენით ეს საშინელი ჯვარი! უკანონო რელიგიურად და სამართლებრივადაც. პარლამენტის წინ ჯვარი დგას და კახა კალაძე გატრუნულია მერიამ ნება დართო? ამ ჯვრის წინ მოკლეს ოპერატორი”

 

 

ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ხელისუფლებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.