მოძრაობა “იქ, საზოგადოება”–ს წევრებმა, რომლებიც ვინაობას არ ამხელენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ააფეთქეს ტორტი, რომელზეც ეკატერინე ტიკარაძე იყო გამოსახული.
ისინი კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვენ.
“მოვითხოვთ, მოხსნან კომენდანტის საათი, თუ არადა ჩვენ მათ მოვექცევით ისე, როგორც ისინი ექცევიან ხალხს”. – ამბობენ ისინი განცხადებაში, რომელსაც “ფორმულა” ავრცელებს.
ტორტის აფეთქების შემდეგ სამინისტრომ პოლიცია გამოიძახა.