მრცხვენია ხოლმე ამხელა სამუშაოს შემდეგ 500-ლარიან პრემიას რომ ვუწერ პოლიციელებს – გომელაური

” ხანდახან მრცხვენია ხოლმე ამხელა სამუშაოს შემდეგ 500-ლარიან პრემიას რომ ვუწერ პოლიციელებს ” – განაცხადა, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

“38 ათასი ადამიანი ვართ, არ ვართ 2000 და 300 ადამიანი. მაქსიმუმ 500-ლარიანი პრემია მიგვიცია ადამიანისთვის, რომელსა 6 დღე უმუშავია. დღე და ღამე, წვიმაში მდგარა, მუხლი არ ჩაუხრია და 500 ლარი მიგვიცია. პირდაპირ ვიტყვი, ხანდახან მრცხვენია ხოლმე, რომ ამხელა სამუშაოს შემდეგ 500-ლარიან პრემიას რომ ვუწერ. რომ მქონდეს მეტი, 1000-საც მივცემ და 2000-საც. მაგრამ ბიუჯეტში რისი საშუალებაც გვაქვს იმას ვაძლევთ. ეს ადამიანები თავის სამუშაო გრაფიკზე 5-ჯერ მეტს მუშაობენ და პრემია რატომ არ უნდა გამოვუწეროთ?” – აცხადებს გომელაური.