მსახიობები ანა ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაია 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ მსახიობებს ბაჩო ქაჯაიას და ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000- 5000 ლარიანი ჯარიმები  დაეკისრა.

მსახიობებს,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.

კერძოდ სასამართლოს მტკიცებით, ორივე მათგანი, 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტეს, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.