“მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე, ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს და გავაკეთოთ და გვაქვს ან გვექნება მომავალში, შეიძლება, მოხდეს ტრაგედიები, სამწუხაროდ და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ, შეიძლება, დაცვა ვერ მოვახერხოთ.

ამაზე უფრო დეტალურად სპეციალისტები საუბრობენ, თქვენ მოისმინეთ არაერთი წამყვანი გეოლოგის განცხადება მიმდინარე მოვლენებზე და შოვის კონკრეტულ სტიქიასთან დაკავშირებით, რომ აქ, რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, ჩვენ მყისიერად იმ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით და სამწუხაროდ, ეს გარდაუვალი შედეგი, ალბათ, დადგებოდა”, 

აცხადებს, ეკონომიკის მინისტრი  ლევან დავითაშვილი.