“მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის” – ლოზუნგით მინსკში მრავალათასიანი დემონსტრაცია დაიწყო.
Tut.by-ს ინფორმაციით, მინსკის ქუჩებში 100 ათასზე მეტი ადამიანია გამოსული. მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან. ისინი სკანდირებენ: “არ დავივიწყებთ! არ ვაპატიებთ!”, “წადი!”.
ხალხი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. მოთხოვნა კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. მინსკის გარდა, მსვლელობები ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებშიც არის დაგეგმილი.
Police: „Dear citizens, this is an unauthorized mass meeting…“ But people dont care, even the street which leads to the square is PACKED. pic.twitter.com/8W1MCElJZt
— Paul Ronzheimer (@ronzheimer) August 23, 2020
მინსკის მიმართულებით სამხედროები მიემართებიან, რომლებიც, თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ძეგლების დაცვას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 2 კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეები 9 აგვისტოს არჩევნების გაბათილებასა და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ევროკავშირიც. საპროტესტო აქციებზე ადამიანებს ძალადობით შლიან და აკავებენ.